Basisbank
+995 322 922 922
*9292
13.07.2017

ბაზისბანკის მხარდაჭერით ტრენინგი AML/CFT საკითხებში ჩატარდა

ტექნოპარკში, შესაბამისობის განვითარების საგანმანათლებლო ცენტრის (CDEC) ინიციატივითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით განხორციელდა ტრენინგი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) საკითხებში.

 

ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე ბაზისბანკის თანამშრომლები. პროექტი მიზნად ისახავდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ცნობიერების გაზრდას. პროექტის დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი ორენოვანი სერტიფიკატი. 


CDEC და ბაზისბანკი, ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, უფრო მეტ საინტერესო პროექტს გპირდებათ!

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.