Basisbank
+995 322 922 922
*9292
28.07.2017


ჩინეთის განვითარების ბანკმა ბაზისბანკს 15 მლნ აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი გამოუყო

28 ივლისს ბაზისბანკის სათავო ოფისის საგამოფენო დარბაზში ჩინეთის განვითარების ბანკსა და ბაზისბანკს შორის 15 მლნ აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზის გამოყოფის თაობაზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა! 

საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ჩინეთის განვითარების ბანკმა ბაზისბანკს 5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი გამოუყო საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსებისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ჩინურმა ფინანსურმა ინსტიტუტმა საქართველოში ამ მიმართულებით დაიწყო თანამშრომლობა ადგილობრივ ბანკთან.

 ჩინეთის განვითარების ბანკი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია. 2016 წლის მდგომარეობით მის მიერ გაცემული სავალუტო კრედიტის ოდენობა 347 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ბაზისბანკისთვის დიდი პატივია ვიყოთ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის მასპინძელი და პარტნიორი საქართველოში. ის, რომ დღეს ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა გვაძლევს საფუძველს დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენს კომპანიებს შორის თანამშრომლობა იქნება გრძელვადიანი და კიდევ უფრო მასშტაბური, რაც საშუალებას მოგვცემს მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი რესურსი ბიზნესის მხარდასაჭერად. ბიზნესის განვითარება კი პირდაპირ კავშირშია საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ზრდასთან.”-განაცხადა  ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა დავით ცაავამ.

ბაზისბანკი ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ერთგვარი ხიდია. წარმატებული თანამშრომლობის საფუძველზე ჩინეთის განვითარების ბანკისთვის ბაზისბანკი საქართველოში საიმედო პარტნიორი გახდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ბანკი აქტიურადაა ჩართული პროექტშიერთი სარტყელი-ერთი გზა”, რომლის ფარგლებშიც უკვე განვახორციელეთ და მომავალშიც ვგეგმავთ კიდევ უფრო მასტაბური პროექტების განხორციელებას, შესაბამისად კიდევ უფრო გაიზრდება ბაზისბანკთან თანამშრომლობის მასშტაბებიც”. – განაცხადა ჩინეთის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა ბატონმა გუ დეიოგმა.

 

 

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.