Basisbank
+995 322 922 922
*9292
04.08.2017
ბაზისბანკი საფეხბურთო კლუბ გორის „დილა“-ს სპონსორი გახდა! 

ბაზისბანკსა და კლუბ გორის „დილა“-ს შორის გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმს ხელი გორის „დილას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჯოხაძემ და „ბაზისბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან გარდაფხაძემ მოაწერეს ხელი. სასპონსორო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალის დასრულების შემდეგ სპონსორმა და გუნდმა ერთიანი, სიმბოლური ფოტო გადაიღეს. ამიერიდან, ერთი წლის მანძილზე „ბაზისბანკის“ ლოგო ,,დილა“-ს მაისურზე და მასპინძლის რანგში გამართულ მატჩების სარეკლამო დაფებზე განთავსდება. 

„ბაზისბანკი“-სთვის დიდი პატივია თანამშრომლობის დაწყება ასეთი მაღალი დონის და გადაჭარბების გარეშე, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდი ისტორიის მქონე და ტიტულოვან საფეხბურთო კლუბთან.
ბანკი უკვე წლებია აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროექტებში და ჩვენი ორი ძირითადი მიმართულება, განათლებისა და სპორტის მხარდაჭერაა. დარწმუნებული ვართ, რომ ბაზისბანკისა და კლუბ გორის „დილა“-ს ურთიერთანამშრომლობა, იქნება გრძელვადიანი და ნაყოფიერი. ბანკის სახელით  „დილა“-ს  ვუსურვებ  წარმატებებს, ჩვენ კი ჩვენის მხრივ, მზად ვართ მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ  კლუბის მომავალ წარმატებაში.” - განაცხადა ბაზისბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან გარდაფხაძემ . 

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.