Basisbank
+995 322 922 922
*9292
03.10.2017

ბაზისბანკის დაფინანსებით უსინათლო ბავშვთა სკოლისთვის სპეციალური კულინარიული სახელმძღვანელოები დაიბეჭდა


ბაზისბანკის დაფინანსებით კიდევ ერთი სასარგებლო და წარმატებული პროექტი განხორციელდა. კერძოდ, უსინათლო ბავშვთა სკოლის კულინარიული კლასისთვის შეიქმნა და დაიბეჭდა  სპეციალური სახელმძღვანელოები, ბრაილის, მსხვილი შრიფტით და ტაქტილური გამოსახულებებით, რომელთა ანალოგიც საქართველოში დღემდე არ შექმნილა და რომელთა დახმარებით უსინათლო და მცირედმხედველი მოზარდები შეძლებენ პროდუქტების რეალურად აღქმას და კულინარიული საქმის დაუფლებას. 

შეგახსენებთ, რომ ბაზისბანკი სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით აქტიურადაა ჩართული განათლების სფეროს მხარდამჭერი პროექტების განხორციელებასა და დაფინანსებაში. 2006 წლიდან ბანკში არსებობს განათლების მხარდამჭერი ფონდი, რომლის მეშვეობითაც დაფინანსდა 100 ათასობით ლარის ღირებულების სხვადასხვა პროექტი.  


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.