Basisbank
+995 322 922 922
*9292
04.10.2017

ბაზისბანკის პრემიუმ კლასის  Mastercard Platinum! 

ბაზისბანკი თავის მომხმარებელს სთავაზობს ახალ პრემიუმ კლასის  Mastercard Platinum-ს. ბარათის მფლობელები ისარგებლებენ განსაკუთრებული პრივილეგიებით სპეციალურად Mastercard Platinum-ის მომხმარებლისთვის შექმნილი პროგრამით - Lounge Key, რომელიც წარმოადგენს გასაღებს მსოფლიოს ასობით აეროპორტის დახურულ ლაუნჯში. აღნიშნულ სივრცეში ყველაფერია იმისათვის, რომ სტუმარმა  თავი იგრძნოს მაქსიმალურად კომფორტულად და გამორჩეულად.

ბარათის მფლობელები ავტომატურად ისარგებლებენ სამოგზაურო დაზღვევით, სადაზღვევო კომპანია უნისონის  24 საათიანი საერთაშორისო ასისტანტით. 
ასევე, Mastercard Platinum დაზღვეულია ბარათზე არალეგალური ოპერაციის (ქარდ ფროდი) შემთხვევაში. თუ ბარათიდან განხორციელდა არაავტორიზებული ოპერაცია ზარალს  ანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია უნისონი. 

გარდა აღნიშნულისა, Mastercard Platinum-ს აქვს დამატებითი ბენეფიტები. კერძოდ, ბარათის მფლობელები ისარგებლებენ უპირატესობებით Mastercard Platinum-ის პარტნიორ მერჩანტებთან მსოფლიოს მასშტაბით და განაღდების მაღალი ლიმიტით როგორც ბანკომატებში, ასევე ბანკის ფილიალებში. 

აქვე შეგახსენებთ, რომ სურვილის შემთხვევაში, ბაზისბანკის მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს Mastercard Standard-ის ტიპის უკონტაქტო ბარათებითაც. სურვილის შემთხვევაში Mastercard Standard-ის მომხმარებელს გადაეცემა ვისოლის საწვავის ფასდაკლების ბარათიც.

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.