Basisbank
+995 322 922 922
*9292
09.10.2017

ბაზისბანკმა თბილისის ილიას სახელობის უნივერსიტეტის წარმატებული პირველკურსელები დააჯილდოვა. 

ბაზისბანკმა თბილისის ილიას სახელობის უნივერსიტეტში სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხული 10 წარმატებული პირველკურსელი დააჯილდოვა.

სასტიპენდიო პროგრამისთვის ბაზისბანკმა 20 000 ლარამდე თანხა გამოყო, რომლითაც 2017 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით „ილიაუნის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული ყველაზე მაღალი ქულების მქონე აბიტურიენტები 2 000 ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს მიიღებენ. 

აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკმა და უნივერსიტეტმა უკვე 10 წზე მეტია ერთობლივად არაერთი სასარგებლო პროექტი განახორციელეს. 

შეგახსენებთ, რომ  2006 წლიდან ბაზისბანკში არსებობს განათლების მხარდამჭერი ფონდი, რომლის მეშვეობითაც დაფინანსდა 100 ათასობით ლარის ღირებულების სხვადასხვა პროექტი.  

 


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.