Basisbank
+995 322 922 922
*9292
06.12.2017
ბაზისბანკისა და MasterCard-ის კამპანია ,,შექმნა ოჯახური ისტორია - შეუფასებელია’’
 
ბაზისბანკის MasterCard ბარათების მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ ბაზისბანკისა და MasterCard-ის ერთობლივ კამპანიაში - ,,შექმნა ოჯახური ისტორია - შეუფასებელია’’

2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ისარგებლეთ ბაზისბანკის  MasterCard ბარათებით და მოიგეთ ,,Star Wars’’- ის ბრენდირებული მაისური, ზურგჩანთა ან „ჰუდი“, ასევე მთავარი პრიზი – საგზური ირლანდიაში ოჯახისთვის „ვარსკვლავური ომების უკანასკნელი ჯედაის“ გადასაღებ მოედანზე ვიზიტის შესაძლებლობით.

სამოგზაურო ვაუჩერი ითვალისწინებს:

• ავია ბილეთებს თბილისიდან დუბლინამდე, 2 გზა
• აეროპორტიდან/აეროპორტში ტრანსფერი
• განთავსება სასტუმროში, ქ. პორტმაგიში 3 ღამე/4 დღე და ქ. დუბლინში 1 ღამე/1 დღე. განთავსება მოხდება ერთ ოჯახური ტიპის ნომერში, საუზმით
• ტური იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობდა „ვარსკვლავური ომების უკანასკნელი ჯედაის“ ეპიზოდის გადაღებები
• სამოგზაურო დაზღვევა 

კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, რომელიც გათამაშების პერიოდში განახორციელებს მინიმუმ 10 ლარის ტრანზაქციას ბაზისბანკის ნებისმიერი ტიპის Mastercard-ის ბარათით.

რაც მეტია ტრანზაქციების რაოდენობა, მით მეტია მოგების შანსი!

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: 
mastercard.com/ge 




Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.