Basisbank
+995 322 922 922
*9292
25.12.2017

ბაზისბანკმა კოსტავას გამზ. 76 ში განახლებული სერვისცენტრი გახსნა

ბაზისბანკში სერვისცენტრების განახლება გრძელდება. ამჯერად სარემონტო სამუშაოები დასრულდა კოსტავას გამზ. 76 ში. უახლესი აპარატურით აღჭურვილ სერვისცენტრში მომხმარებელს ტრადიციულად სრული საბანკო მომსახურების მიღების საშუალება აქვს.

სერვისცენტრში აღდგა მუშაობის ჩვეული გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი 10:00–20:00, შაბათი 10:00–17:00.

ბაზისბანკი მუდმივად განახლებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. 2018 წლის განმავლობაში დაგეგმილია როგორც არსებული სერვისცენტრების განახლება, ასევე ახლის გახსნა. ბანკი აქტიურად განაგრძობს დედაქალაქსა და რეგიონებში გაფართოებას სერვისცენტრების კარგად გამართული ქსელით, მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით.


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.