Basisbank
 24/7
+995 322 922 922
*9292
ონლაინ დახმარება
09.01.2018

ჰუალინგ ჯგუფმა საქართველოში საფინანსო სექტორში ინვესტიცია გააფართოვა!


ბაზისბანკის ჰოლდინგს შეემატა ახალი შვილობილი კომპანია „ჰუალინგ დაზღვევა“. სადაზღვევო კომპანია სიცოცხლის და არა სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიები უკვე მიიღო.

კომპანია ბაზარზე აქტიური ოპერირების დაწყებას 2018 წლის მეორე კვარტლიდან გეგმავს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს „ჰუალინგ დაზღვევის“ სადაზღვევო სტრატეგიის შესაბამისად პროდუქტების შემუშავება. კომპანიის მთავარი მიზანია შექმნას მომსახურების გამორჩეული სტანდარტი მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომისა და მასზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტების შექმნის გზით. აღნიშნული კი უზრუნველყოფს მომხმარებელთან გრძელვადიანი, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის დამყარებას.

აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკის შვილობილ კომპანიებს დაემატა სალიზინგო კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი“, რომელიც ასევე 2018 წლის მეორე ნახევრიდან გააქტიურდება. ბანკის ჰოლდინგური განვითარება თავის მხრივ ხელს შეუწყობს ბაზისბანკის წილის ზრდას და შესაძლებლობას მისცემს ჯგუფს კლიენტებს შესთავაზოს ფინანსური სერვისების სრული სპექტრი.


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.