28.07.2010
ევრობანკმა ბაზისბანკი TFP პროგრამის ფარგლებში, ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა.

 

                                

ბაზისბანკისა და ევრობანკის პარტნიორობა 2007 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ბაზისბანკს გამოუყო 6 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად. 2008 წლის მაისში, პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავების სურვილის საფუძველზე, ევრობანკმა განახორციელა ინვესტიცია ბაზისბანკის აქციების 15%-იანი წილის შეძენით. ვინაიდან ბაზისბანკის სტაბილურობა, მრავალწლიანი გამოცდილება, გონივრული მენეჯმენტი და ფინანსური გამჭვირვალობა, მიმზიდველი პლატფორმა აღმოჩნდა ამ ოპერაციისთვის. EBRD-მა განახორციელა წარმატებული კაპიტალდაბანდება და შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი  ბაზისბანკის შემდგომ ზრდასა და ინსტიტუციური მშენებლობის გეგმის განხორციელებაში.

2008 წლიდან ევრობანკმა ბაზისბანკს TFP პროგრამის ფარგლებში, ვაჭრობის განვითარების მხარდასაჭერად 2 000 000 აშშ დოლარის მოცულობის ლიმიტი გამოუყო.  ბაზისბანკმა სპეციალურად ამ პროგრამისთვის მომზადებული ჯგუფის მეშვეობით მრავალი ტრანზაქცია განახორციელა, რის საფუძველზეც ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ბანკად დასახელდა.

ბაზისბანკს მრავალწლიანი ისტორია აქვს. იგი დაარსდა 1993 წელს. რამდენიმე წლის განმავლობაში, მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობით გააძლიერა, განამტკიცა თავისი პოზიციები და ღირსეულ კონკურენტად წარსდგა ქართულ საბანკო სივრცეში, როგორც სანდო, სტაბილური და დინამიურად მზარდი ბანკი. ეს  არის უნივერსალური ბანკი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელს  სრული საბანკო სერვისით. ბანკი მუდმივად კონცენტრირებულია  მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე, სერვისცენტრების ქსელის გაფართოებაზე, საცალო და კორპორატიული მიმართულებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფასა და რისკ მენეჯმენტის ეფექტურ მუშაობაზე.


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.