26.07.2010
26 ივლისიდან ბაზისბანკი მომხმარებელს ახალ პროდუქტს - "სეზონურ ბიზნეს სესხს" სთავაზობს
   “სეზონური ბიზნეს სესხი”  განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად.
სესხის მინიმალური ოდენობაა 3 000 აშშ დოლარი ან მისი ექვივალენტი ლარში. მაქსიმალური ოდენობა - 200 000 აშშ დოლარი. სესხის მაქსიმალური ვადაა 10 წელი. საპროცენტო განაკვეთი 16%-დან.
პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ სესხს აქვს სეზონური დაფარვის გრაფიკი, რომელიც იმ მომხმარებელზეა მორგებული, ვინც სეზონურ ბიზნესს ფლობს და შესაბამისად შემოსავალსაც სეზონურად იღებს. ამგვარი პროდუქტის არსებობა განსაკუთრებით აჭარის რეგიონშია აქტუალური.
   აღსანიშნავია რომ, ახალი პროდუქტის პრეზენტაცია ბაზისბანკის ბათუმის პირველი სერვისცენტრის ხუთი  წლის იუბილეს დაემთხვა.

   შეგახსენებთ, რომ ბაზისბანკი ბათუმში 2005 წლიდან ოპერირებს. 2007 წელს კი გაიხსნა რიგით მეორე სერვისცენტრი.




Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.