12.07.2010
პროექტში -“ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” გამარჯვებულ სამშენებლო კომპანია “თბილელიტ ჰაუსს” ბაზისბანკი აფინანსებს


თბილისის მერიამ ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამის მეორე ეტაპზე გამარჯვებული ცხრა სამშენებლო კომპანია გამოავლინა. მათ შორის ერთ-ერთი “თბილელიტ ჰაუსია”,  რომელსაც ბაზისბანკმა ჯამში დაახლოებით 300.000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყო. სამშენებლო კომპანია საცხოვრებელ სახლს წერეთლის გამზირზე აშენებს.

“ძალიან მნიშვნელოვანია იმ პროექტში ჩართვა , რომელიც ხელს უწყობს  ისტორიული უბნების რეაბილიტაციას, დასაქმებას და თბილისის ძველ უბნებში მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ”- აღნიშნა ბაზისბანკის საცალო მიმართულების დირექტორმა ლევან გარდაფხაძემ.



Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.