Basisbank
+995 322 922 922
*9292
26.04.2018

თელავში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა 

თელავში,  ერეკლე მეორეს ქუჩა 1 - ში  ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. 

გახსნის საზეიმო ცერემონიალს ბანკის მენეჯმენტსა და თანამშრომლებთან ერთად, ბანკის მომხმარებლები  და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ლენტი გაჭრეს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა დავით ცაავამ და დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა ხვეი ლიმ.

ახლადგახსნილი სერვისცენტრი უნივერსალურია. იგი მომხმარებელს ბაზისბანკში არსებულ სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. სერვისცენტრი შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან და გათვლილია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული კლიენტებისათვის  მაქსიმალურად კომფორტული სერვისის მიწოდებაზე. მისი მეშვეობით გაფართოვდება ბანკის საქმიანობის არეალი და კიდევ უფრო გაიზრდება კლიენტების რაოდენობა.

თელავის სერვისცენტრი ბაზისბანკისთვის გარკვეულწილად  განსაკუთრებულია, ვინაიდან ის იყო ბანკის პირველი რეგიონალური სერვისცენტრი. 

„ჩვენი ბანკისთვის ადგილობრივი წარმოების, აგრო მიმართულების და მცირე და საშუალო ბიზნესის, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალის მხარდაჭერა, პრიორიტეტული მი

მართულებაა. თელავის სერვისცენტრი  დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრებით, რომლებიც მზად არიან საბანკო მომსახურების გაწევით ხელი შეუწყონ ჩვენი ამჟამინდელი თუ პოტენციური კლიენტების ბიზნესის განვითარებას.  ის ფაქტი, რომ ბაზისბანკს ზურგს უმაგრებს ძლიერი ჩინური კონგლომერატი, გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენს კლიენტებს ხელი შევუწყოთ არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზრებზე გასასვლელად, არამედ ექსპორტის მიმართულებით კონტაქტების დამყარებაშიც. - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ. 

ახალი სერვისცენტრის მდებარეობა ქალაქის ტურისტულად აქტიურ ნაწილში, საშუალებას მოგვცემს მოვემსახუროთ კიდევ უფრო მეტ საცალო კლიენტს და შევთავაზოთ მათ ხელსაყრელი, სასარგებლო და რაც მთვარია, ოპერატიული მომსახურება.

 


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.