06.07.2010
ცვლილებები ბაზისბანკის უმაღლეს მმართველ რგოლებში

ბაზისბანკის კაპიტალში ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის შემოსვლის შემდეგ ბანკში განხორციელდა ინსტიტუციური მშენებლობის გეგმა,

გეგმა ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებას და კორპორატიული მმართველობის სრულყოფას მოიცავს, რის  ლოგიკურ გაგრძელებასაც  ბაზისბანკის გენერალური დირექტორის ზურაბ ციხისთავის სამეთვალყურეო საბჭოში გადასვლა წარმოადგენს.

ზურაბ ციხისთავთან ერთად ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დაემატა კიდევ ერთი ახალი წევრი, ბანკის აქციონერი ზაზა ნიშნიანიძე,

აღნიშნული საკადრო ცვლილებები აქციონერთა საერთო კრებაზე დამტკიცდა.
ბაზისბანკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დამტკიცდა დავით ცაავა, რომელიც ამავე დროს ბანკის კორპორატიული მიმართულების დირექტორია.

ბანკის ფინანსური დირექტორის თანამდებობას იკავებს ლია ასლანიკაშვილი, საცალო მიმართულების დირექტორის თანამდებობას-ლევან გარდაფხაძე, ინფორმაციული ტექნოლოგიების და რისკების მართვის დირექტორის თანამდებობას-დავით კაკაბაძე.

ბანკის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია ბაზისბანკში  მუშაობის სოლიდური გამოცდილების მქონე ახალგაზრდა კვალიფიციური კადრებით.

ამჟამად ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წარმოადგენენ: საბინა ძიურმანი (EBRD),
მურმან ამბროლაძე, ირაკლი ბოქოლიშვილი, ტარას ნიჟარაძე (თავმჯდომარე), ზაზა ნიშნიანიძე, გია პეტრიაშვილი, ზურაბ ციხისთავი.

წესდების თანახმად ბანკის სამეთვალყურეო საბჭო საკუთარი წევრებიდან ირჩევს თავჯდომარეს ორი წლის ვადით. უახლოეს მომავალში გაიმართება ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომელზეც ბაზისბანკის ყოფილი გენერალური დირექტორის ზურაბ ციხისთავის  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევა იგეგმება.


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.