27.09.2018

UnionPay-სა და ბაზისბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა! 

სასტუმრო ბილტმორ თბილისმა UnionPay International-ის ევრაზიის რეგიონალური საბჭოს რიგით მესამე შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებას ესწრებოდა ცენტრალური აზიისა და კავკასიის xეგიონის 20–ზე მეტი ბანკისა და საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენელი. შეხვედრაზე განიხილეს რიგი საკითხებისა ისეთ თემებზე, როგორიცაა გლობალური მასშტაბით გადახდების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება და ინოვაციების უფრო სწრაფად დანერგვა. 

შეხვედრის ფარგლებში „UnionPay International“-სა და ბაზისბანკს შორის  გაფორმდა ურთიერთშეთანხმება ბიზნესის გაფართოების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკი არის პირველი  ბანკი ქართულ საბანკო სივრცეში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს UnionPay– პრემიუმ კლასის DIAMOND ბარათს.  

დღეის მდგომარეობით, UnionPay ბარათები მიიღება 170-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში, 51 მლნ-ზე მეტ სავაჭრო წერტილში და 2,57 მლნ-ზე მეტ ბანკომატში. მთელ მსოფლიოში შვიდ მილიარდზე მეტი ბარათია გამოშვებული. UnionPay International- რეგიონის 10 ქვეყანაში აქტიურად მუშაობს ბარათების მფლობელთა რაოდენობის ზრდაზე.


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.