16.10.2018
ბაზისბანკს ჩინეთის საბანკო და სადაზღვევო რეგულირების კომისიის დელეგაცია ესტუმრა! 

დელეგაციას ხელმძღვანელობდა ჩინეთის სადაზღვევო ზედამხედველობისა და მართვის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე ბატონი  ჭუ შუ მინი. 
წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ბაზისბანკის სათაო ოფისი, შემდგომ კი, უფრო დაწვრილებით ბანკის შესახებ ინფორმაციას და მუშაობის სტრუქტურას პრეზენტაციაზე გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკში ვიზიტის შემდეგ, დელეგაცია ესტუმრა ეროვნულ ბანკს.  ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის საბანკო და დაზღვევის რეგულირების კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სისტემატურად გაცვლიან ინფორმაციას და მჭიდროდ ითანამშრომლებენ საბანკო ზედამხედველობის სფეროში.


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.