22.10.2018
ბაზისბანკისა და EBRD–ის თანამშრომლობის ფარგლებში მორიგი პროექტი განხორციელდა.

ევროპის ეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით, ბაზისბანკის და სხვა წამყვანი ქართული ბანკების მხარდაჭერით თბილისმა რიგით მე-7, ვაჭრობის ფინანსირების ფორუმს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 100-მდე ფინანსური ინსტიტუტის და ვაჭრობის ფინანსირების ორგანიზაციის 200-ზე მეტი წარმომადგენელო 40 ქვეყნიდან.

ფორუმის მიზანს ვაჭრობის ფინანსირების სფეროში, გამოწვევების, შესაძლებლობებისა და ინოვაციური პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

ღონისძიებას EBRD-ის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ბრუნო ბალვანერა, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია და ბანკების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც 1999 წელს დაფუძნდა, მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერას იმ ქვეყნებში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტიციებს ახორციელებს. ამ პროგრამის ფარგლებში, EBRD გასცემს გარანტიებს პარტნიორი ბანკებისთვის ადგილობრივი ექსპორტიორების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების დაფინანსების მხარდასაჭერად.

აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკისა და ევრობანკის პარტნიორობა, სწორედ ამ მიმართულებით, 2007 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ბაზისბანკს გამოუყო 7 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესისა ვაჭრობის განვითარების დასაფინანსებლად. პროგრამის ფარგლებში ბაზისბანკი ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ბანკად დასახელდა.

2015 წელს კი, წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა და ლიმიტი 31.5 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.