05.11.2018
ბაზისბანკი ტრადიციულად მსოფლიო დაზოგვის კვირეულში ჩაერთო

მსოფლიო დაზოგვის დღე 2012 წლიდან აღინიშნება საქართველოში. დაზოგვის სიმბოლოა ჭიანჭველა “გროვია”, რომელიც გვირჩევს დავიწყოთ ფულის დაგროვება ჩვენი სურვილების ასასრულებლად. საქართველოში დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 9–დან 13 წლამდე ბავშვებისთვის ჩატარდა ფეისბუქ კონკურსი "ეთამაშე მთავარ ბანკირს". კვირეული 3 ნოემბერს, დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი სპეციალური აქტივობით დასრულდა – რუსთავის სკაუტების საერთაშორისო ცენტრში, გამარჯვებული ბავშვები ერთმანეთს ფულსა და დაზოგვასთან დაკავშირებულ კონკურსში შეეჯიბრნენ. გამარჯვებულ ბავშვებს კომერციულმა ბანკებმა საჩუქრები გადასცეს. თავის რჩეულს ბაზისბანკმა 500 ლარიანი დეპოზიტი გაუხსნა
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის და კომერციული ბანკები.



Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.