16.04.2010
თბილისის მერიასა და ბაზისბანკს შორის შეთანხმება გაფორმდა
 
ბაზისბანკი ჩაერთო თბილისის მერიის  პროექტში „დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის დახმარებით“. პროექტი ბიზნესის დაწყებისა და არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო დაფინანსების მიღებაში მხარდაჭერას ითვალისწინებს. პროექტისთვის თბილისის მერიის მიერ გამოყოფილია ერთი მილიონი ლარი. მასში  მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მათ, ვისაც სურთ საკუთარი ბიზნესის დაწყება ან არსებული ბიზნესის განვითარება.

სესხის საპროცენტო განაკვეთი წლიური 10% -ია, ხოლო ვადა - 60 თვემდე.

ბაზისბანკის საცალო მიიმართულების დირექტორი ლევან გარდაფხაძე: „როგორც არაერთხელ ავღნიშნეთ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა  ჩვენი ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბაზისბანკი აქტიურად ქმნის ახალ პროდუქტებს ამ მიმართულებით. დამატებით ამ პროექტში ჩართვა საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს სესხი ძალიან დაბალი პროცენტითა და ხანგრძლივი ვადით მივცეთ. ეს პირობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამწყები ბიზნესმენებისთვის. ჩვენ მივესალმებით თბილისის მერიის ინციატივას და მოხარულები ვართ იმით, რომ ამ სასარგებლო პროექტში ბაზისბანკიც ჩაერთო.“ 


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.