25.03.2010
ბაზისბანკი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა

 

ბაზისბანკმა ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ასპარეზზე საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოების მიზნით მიიღო.

 

ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში 1998 წელს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საქმიან წრეებს შორის თანამშრომლობის ხელშექწყობის მიზნით დაფუძნდა. ბაზისბანკის გადაწყვეტილება, გამხდარიყო პალატის წევრი, განაპირობა იმ შესაძლებლობებმა, რომლებსაც პალატა თავის წევრებს აძლევს. მაგალითისათვის,  ამერიკის შეერთებული შტატების ბიზნესწრეებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ახალი ფორმატის კონტაქტების დამყარება.

 

23 მარტს, სასატუმრო  „თბილისი  მარიოტში“ გამართულ შეხვედრაზე, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა დევიდ ლიმ ბაზისბანკი ოფიციალურად წარადგინა პალატის წევრად.ბანკის საცალო მიმართულების დირექტორმა ლევან გარდაფხაძემ იმედი გამოთქვა, რომ ამ ორი ინსტიტუტის თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო იქნება და ხელს შეუწყობს მათ შემდგომ გაძლიერებას.


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.