18.03.2010
“სასარგებლო ბიზნეს სესხი” ბაზისბანკისგან
 
 
 
 
 
 
 

17 თებერვალს, ბიზნეს ცენტრივენთ ქლაბში”,  ბაზისბანკის ახალი პროდუქტის – “სასარგებლო ბიზნეს სესხისპრეზენტაცია შედგა. პროდუქტის შესახებ ჟურნალისტთა კითხვებს პასუხობდა ბანკის დირექტორი ლევან გარდაფხაძე.

ბატონი ლევან გარდაფხაძის განმარტებით, პროდუქტის ერთ-ერთი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ სესხი გაიცემა როგორც უკვე არსებული, გამოცდილი საწარმოების დასაფინანსებლად, ასევე დამწყებ მეწარმეებზეც,  ზოგადად ბაზისბანკის მენეჯმენტი პრიორიტეტულად მიიჩნევს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას, რადგან მიაჩნია, რომ სწორედ მისი განვითარება შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.

სასარგებლო ბიზნეს სესხიგანკუთვნილია, მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად. სესხის მაქსიმალური მოცულობაა 500 ათასი ლარი, საპროცენტო განაკვეთი-16%-დან, ხოლო მაქსიმალური  ვადა კი, 10 წელი.

აღსანიშნავია, რომ 2009 წლის ბოლოს ბაზისბანკმა წარმატებით დაასრულა მოლაპარაკება OPIC-თან (ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის კერძო ინვესტიციების კომპანია) და მიიღო 5 მლნ აშშ დოლარის საკრედიტოო ხაზი, რომელიც მთლიანად მოხმარდება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას.


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.