10.12.2009
ბაზისბანკისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი

1 დეკემბრიდან 8 დეკემბრამდე თავისუფალ უნივერსიტეტში დასაქმების კვირეული გაიმართა.

კვირეულის განმავლობაში, ბაზისბანკის მენეჯმენტმა, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებთან გასაუბრების საფუძველზე, შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივით, 15 წარჩინებული სტუდენტი შეარჩია. სტუდენტები სტაჟირებას ბაზისბანკის გაყიდვებისა და პერსონალური მომსახურების, ასევე, მცირე და საშუალო სესხების განყოფილებებში ერთი თვის განმავლობაში გაივლიან.

ის სტუდენტები, რომლებიც განსაკუთრებით გამოიჩენენ თავს, კურსის დასრულების შემდეგ, დასაქმდებიან ბანკის აღნიშნულ განყოფილებებში, სადაც მათ პროფესიული და კარიერული ზრდისათვის საუკეთესო გარემო ელოდება. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ თხუთმეტივე სტუდენტი წარმატებით გაივლის სტაჟირების კურსს, ბაზისბანკი ყველა მათგანს სამუშაო ადგილით უზრუნველყოფს.
 




Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.