14.05.2019
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზ. 63-ში  ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა.

ახლადგახსნილი სერვისცენტრი უნივერსალურია. იგი მომხმარებელს ბაზისბანკში არსებულ სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. სერვისცენტრი შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან და გათვლილია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული კლიენტებისათვის  მაქსიმალურად კომფორტული სერვისის მიწოდებაზე. სერვისცენტრი ქალაქის სტრატეგიულ ადგილასაა. მისი მეშვეობით, გაფართოვდება ბანკის საქმიანობის არეალი და გაიზრდება კლიენტთა რაოდენობა. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ბაზისბანკი უკვე 2 სერვისცენტრითაა წარმოდგენილი.

ბაზისბანკი აქტიურად განაგრძობს რეგიონებში ქსელის გაფართოებას და ქმედით ნაბიჯებს დგამს მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით.
დასავლეთის რეგიონში ეს უკვე ბაზისბანკის მე–7 სერვისცენტრია.

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.