26.06.2019
ბაზისბანკი ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემიის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრებს მართავს

ბაზისბანკმა ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემიის კონკურსის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. ინფოტური ჰოთელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისის მე–10 სართულზე არსებულ სივრცეში შედგა, საიდანაც ჰუალინგ, თბილისის ზღვის ახალი ქალაქის ხედები იშლება. 

სტუდენტებს გაცნობითი და საინფორმაციო ტიპის დიალოგით მიმართეს ბაზისბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა თამარ ხადურმა და ჰუალინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თათია სიორიძემ. შეხვედრა კითხვა–პასუხის ფორმატით გაგრძელდა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის მეორე ეტაპზე ჟიურის მიერ შერჩეულმა ხუთმა ფინალისტმა გუნდმა პარტნიორი კომპანია ბაზისბანკისგან მიიღო დავალება – განათლების ხელშემწყობი კამპანიის წარდგენა. ფინალისტი გუნდებიდან სამ საუკეთესოს 19 ივლისს კომპეტენტური ჟიური შეარჩევს. გამარჯვებულ სამეულს ბაზისბანკისგან ფულადი თანხა და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია გადაეცემა.

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.