17.07.2019

ბაზისბანკმა აღმაშენებლის გამზ. 144 ში განახლებული სერვისცენტრი გახსნა

ბაზისბანკი აგრძელებს სერვისცენტრების განახლებას. სარემონტო სამუშაოები დასრულდა აღმაშენებლის გამზ. 144–ში. სერვისცენტრში მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სრული საბანკო მომსახურება.

სერვისცენტრში გრძელდება მუშაობის ჩვეული გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი 10:00–18:00, შაბათი 10:00–14:30.

ბაზისბანკი მუდმივად განახლებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. 2019 წლის განმავლობაში დაგეგმილია დედაქალაქსა და რეგიონებში გაფართოება სერვისცენტრების კარგად გამართული ქსელით, მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით.


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.