31.07.2019

 

ბაზისბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების  მხარდასაჭერად

 9 400 000 აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი მოიზიდა


ResponsAbility Financial Inclusion Investments 2019 მა ბაზისბანკს  9 400 000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ევროში) ოდენობის საკრედიტო რესურსი გამოუყო. კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად საკრედიტო ხაზი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებს  მოხმარდება. ბაზისბანკსა და „ResponsAbility”-ს შორის თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში ბანკმა ენერგოეფექტურობის  და ენერგიის დაზოგვის პროექტების პოპულარიზაციისთვის  10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის რესურსი მიიღო.

საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან აქტიური თანამშრომლობა ბაზისბანკს საშუალებას აძლევს, მცირე და საშუალო ბიზნესს შესთავაზოს, როგორც შეღავათიანი პირობები  პროდუქტებსა და მომსახურებზე, ასევე  ინოვაციური გადაწყვეტილებები მათ საქმნიანობაში, რითიც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

ResponsAbility Investments AG უცხოური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც კერძო  და საჯარო კომპანიებს სხვადასხვა ტიპის პროფესიულ საინვესტიციო მომსახურებებს სთავაზობს. კომპანია 90 ქვეყანაში.

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.