24.09.2019
ბაზისბანკმა "კარიერის დაგეგმვის ცენტრის" პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს უმასპინძლა

ბაზისბანკში „განათლების ფონდის“ მორიგი აქტივობა დაიწყო. "კარიერის დაგეგმვის ცენტრის" პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებმა მოისმინეს ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი კომპანიების, ბი ეიჩ ელ ლიზინგისა და ჰუალინგ დაზღვევის გენერალური დირექტორის, კოტე სულამანიძის ლექცია საბანკო–საფინანსო და სადაზღვევო საქმის წარმოების შესახებ.

მოსწავლეებს, ლექციის დასრულების შემდეგ სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ. 

შეგახსენებთ, რომ  2006 წლიდან ბაზისბანკში არსებობს განათლების მხარდამჭერი ფონდი, რომლის მეშვეობითაც დაფინანსდა და კვლავ იგეგმება სხვადასხვა სასარგებლო პროექტის განხორციელება.  

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.