22.11.2019
BTU-ს საბანკო აკადემიის კურსები „ბაზისბანკში“ წარმატებით დასრულდა 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბანკო აკადემიის პირველი კურსი „ბაზისბანკთან“ პარტნიორობით, წარმატებით დასრულდა. სტუდენტებს  საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ საბანკო საქმის სხვადასხვა მიმართულებას. ტრენინგები მათ ბანკის ტოპმენეჯერებმა ჩაუტარეს. კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ . 

„ბაზისბანკი“, რომელიც საქართველოს უმსხვილესი ბანკების ხუთეულშია, დიდ ყურადღებას აქცევს განათლების მხარდაჭერას.
„ჩვენი ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა არის უმთავრესი პრიორიტეტი, სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. 10 წელზე მეტია, „ბაზისბანკში“ არსებობს განათლების მხარდამჭერი ფონდი, რომლის ფარგლებშიც მრავალი სასარგებლო პროექტი განხორციელდა. მოხარულები ვართ, რომ დავიწყეთ პარტნიორობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან. პროექტის ფარგლებში გავიცანით ძალიან პერსპექტიული და მოწადინებული სტუდენტები, რომლებიც, ვიმედოვნებთ, ჩვენი მომავალი თანამშრომლები გახდებიან, რადგან ბაზისბანკის რესურსი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ არა მხოლოდ განათლების მიღებაში შეუწყოს ხელი ახალგაზრდებს, არამედ უზრუნველყოს მათი დასაქმებაც.“ - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ.
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.