07.02.2020

ბაზისბანკი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდის ოფიციალური მხარდამჭერი გახდა 

2020 წლიდან ბაზისბანკი ბსუ- ფუტსალის ოფიციალური მხარდამჭერი გახდა. ფუტსალის გუნდსბაზისბანკისგანსაჩუქრად გუნდის წევრებისა და დამხმარე პერსონალის სათამაშო ფორმები გადაეცა.

ბსუ- ფუტსალის გუნდი 2012 წელს დაარსდა და სხვადასხვა ჩემპიონატში აქტიურად იღებდა მონაწილეობას. ბოლო სამი წლის განმავლობაში გუნდი საქართველოს ფუტსალის უმაღლეს ლიგაში თამაშობს.

აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკი დიდ ყურადღებას აქცევს განათლების მხარდაჭერას და შესაბამისად, თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან. უკვე მრავალი წელია ბანკში არსებობს განათლების მხარდამჭერი ფონდი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სასარგებლო პროექტები, ხოლო სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით ბსუ- ფუტსალის ოფიციალური სპონსორი გახდა.

ღონისძიებაზე ბსუ- რექტორმა მერაბ ხალვაშმა ბაზისბანკის ბათუმის სერვისცენტრის მენეჯერს დათა ფიჩხაიას მრავალწლიანი თანამშრომლობისა და სპორტული ცხოვრების ხელშეწყობისთვის მადლობის სიგელი და სიმბოლურად, გუნდის მაისური გადასცა.

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.