16.03.2020
ხშირად დასმული კითხვები

2020 წლის 16 მარტიდან ბაზისბანკის მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, სესხებზე ისარგებლონ 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით ბანკში მიუსვლელად. საშეღავათო პერიოდი ეხება, როგორც სესხის ძირს, ასევე პროცენტს.
ხშირად დასმული კითხვები

1. რას გულისხმობს საშეღავათო პერიოდი?

საშეღავათო პერიოდი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, 3 თვით გადაავადოს ყოველთვიური შენატანი.

2. ვის შეუძლია ისარგებლოს საშეღავათო პერიოდით?

ფიზიკურ პირს, ვისაც ბანკის მიმართ არ აქვს პრობლემური ვალდებულება და უწევს სესხზე შენატანის გაკეთება 16 ივნისამდე.

3. რომელ პროდუქტებზე გავრცელდება საშეღავათო პერიოდი?

  • იპოთეკური სესხი
  • სამომხმარებლო სესხი ( არაუზრუნველყოფილი)
  • სამომხმარებლო სესხი (უზრუნველყოფილი)
  • განავადე
  • სწრაფი ფული
  • განვადება
  • მზა სესხი - ონლაინ სესხი

4. როგორ მოხდება გადავადება ერთზე მეტი სესხის შემთხვევაში?

თუ მომხმარებელს აქვს ორი, ან მეტი სესხი, გადავადება შეეხება ყველას, ან არცერთს, მომხმარებლის სურვილისამებრ.

5. დაზღვევის გადახდა ხომ არ მომიწევს?

საშეღავათო პერიოდით სარგებლობისას არ გადაიხდით დაზღვევას, დაგროვებული სადაზღვევო პრემიის გადახდა მოხდება ერთიანად, პირველი შენატანისას.

6. გამეზრდება თუ არა ყოველთვიური შენატანი?

არ გაიზრდება. სესხი გახანგრძლივდება იმ ვადით, რომ არ გაიზარდოს ყოველთვიური შენატანი.

7. გამეზრდება თუ არა სესხის პროცენტი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში?

გადავადებით სარგებლობის შემთხვევაში სესხის პროცენტი არ გაიზრდება.

8. გამეზრდება თუ არა სესხის ვადა?

სესხის გადავადებით სარგებლობისას ვადა გაიზრდება.

9. საშეღვათო პერიოდის განმავლობაში მოხდება თუ არა პროცენტის დარიცხვა?

დიახ, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში სესხის ძირითად თანხაზე გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა.

10. როგორ ვისარგებლო საშეღავათო პერიოდით? რა პროცესით მოხდება საშეღავათო პერიოდის ჩართვა?

საშეღავათო პერიოდის ჩართვა მოხდება ავტომატურად, 16 მარტიდან.

11. როგორ გავიგებ თარიღის გადაწევის შესახებ?

ინფორმაციას მიიღებთ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

12. როგორ მოვიქცე თუ არ მსურს საშეღავათო პერიოდით სარგებლობა?

თუ არ გსურთ საშეღავათო პერიოდით სარგებლობა, 31 მარტის ჩათვლით შეატყობინეთ ბანკს:

  • ინტერნეტ/მობაილბანკიდან შეტყობინების გამოგზავნით
  • მოკლე ტექსტური შეტყობინებით NO ნომერზე: 9292
  • ქოლცენტრში ზარის მეშვეობით ნომერზე: 0322922922

13. თუ უკვე ვსარგებლობ საშეღავათო პერიოდით, შემეხება თუ არა გადავადება?

თუ სესხის პირველი გადახდა გიწევთ 16 ივნისამდე, გადავადება შეგეხებათ მინიმუმ ერთი თვე.

(მაგ: თუ სარგებლობთ 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით და პირველი გადახდა გიწევდათ აპრილის თვეში, ასეთ შემთხვევაში, თქვენს საშეღავათო პერიოდს დაემატება 2 თვე).

თუ მიმდინარე სესხზე საშეღავათო პერიოდი გრძელდება ივნისის ჩათვლით, ამ შემთხვევაში დამატებით საშეღავათო პერიოდით ვერ ისარგებლებთ.
(მაგ: თუ გაქვთ სესხი, რომელზეც ვრცელდებოდა 6 ან 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი და პირველი გადახდა უნდა განგეხორციელებინათ ივლისის თვეში, ასეთ შემთხვევაში დამატებითი საშეღავათო პერიოდით ვერ ისარგებლებთ).

14. შესაძლებელია საშეღავათო პერიოდის განმავლობაში სესხის წინსწრებით დაფარვა?

სესხის წინსწრებით დაფარვა შესაძლებელია.

15. ვრცელდება თუ არა საშეღავათო პერიოდი 16 მარტიდან გაცემულ ახალ სესხებზე?

გადავადებით ისარგებლებენ მომხმარებლები, რომელთა სესხი გაცემულია 16 მარტამდე.

16. იმოქმედებს თუ არა საკრედიტო ისტორიაზე გადავადება?

გადავადება საკრედიტო ისტორიაზე არ იმოქმედებს.

**მათ ვისაც აქვს პრობლემური ვალდებულება, მოგვმართონ ინდივიდუალურად

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.