26.11.2009
ბაზისბანკმა ქართული თექის ნამუშევრების გამოფენა დააფინანსა

25 ნოემბერს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, წარმატებით დასრულდა შპს "ქართული თექის"  ნამუშევრების გამოფენა, რომელზეც, ოთხი დღის განმავლობაში, გამოფენის სტუმრები ქართული ხალხური რეწვის ამ უძველესი ტრადიციის ნიმუშებს ეცნობოდნენ. გამოფენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ეგიდით ჩატარდა.
შპს "ქართული თექა" 2006 წელს დაარსდა. მის მიერ წარმოებული პროდუქცია არაერთხელ გამოფენილა როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში.  კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან და მის მიერ შექმნილი თექის ნიმუშები ხშირად ხვდება საპატიო სტუმრების კოლექციებში.
"ბაზისბანკი"  ქართული კულტურის განვითარების ხელშეწყობას თავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევს. სწორედ ამან განაპირობა თურქეთის დედაქალაქში "ქართული თექის"  გამოფენის ორგანიზებაში ბანკის მონაწილეობა. "ბაზისბანკი"  არაერთ წარმატებულ პროექტს ახორციელებს ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში .


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.