02.11.2009
“სასარგებლო იპოთეკა”

2 ნოემბერს, “ქორთიარდ მერიოტში”, ბაზისბანკის ახალი სასესხო პროდუქტის - “სასარგებლო იპოთეკისპრეზენტაცია  შედგა, პროდუქტის შესახებ ჟურნალისტთა კითხვებს პასუხობდნენ ბანკის გენერალური დირექტორი, ზურაბ ციხისთავი და საცალო მიმართულების დირექტორი, ლევან გარდაფხაძე.

 

ბანკის საცალო მიმართულების დირექტორის, ლევან გარდაფხაძის განმარტებით,  პროდუქტის მთავარი უპირატესობა მისი მარტივი და, რაც მთავარია, კლიენტისთვის  ხელსაყრელი პირობებია. აღსანიშნავია, რომ კრიზისის პერიოდშიც კი ბაზისბანკს არ შეუწყვეტია არც იპოთეკური და არც რომელიმე სხვა სახის კრედიტის გაცემა. ამჟამად, კლიენტების დაკრედიტების მიმართულებით ბაზისბანკი კიდევ უფრო მეტად გააქტურებას გეგმავს.

 

სასარგებლო იპოთეკამომხმარებელს საშუალებას აძლევს, მიიღოს იპოთეკური სესხი 16%-დან  20%-მდე საპროცენტო განაკვეთით. სესხის მაქსიმალური ვადა განისაზღვრება 10 წელით, მაქსიმალური თანხა კი 100 000 აშშ დოლარით.

 სურვილის შემთხვევაში, ყოველი წლის ბოლოს, კლიენტს შეუძლია ისარგებლოს დამატებითი სესხით, “სასარგებლო  იპოთეკისფარგლებში მის მიერ დაფარული სესხის 80%-ის ოდენობით



Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.