22.10.2009
OPIC-ის დელეგაცია “ბაზისბანკს” ეწვია

 

 

ბაზისბანკის სათავო ოფისში ბანკის ხელმძღვანელები OPIC-ის (აშშ-ის მთავრობის კერძო ინვესტიციების კორპორაცია) წარმომადგენლებს, კენეთ ენჯელსა და ალფრედ როდრიგეს შეხვდნენ.

მხარეებმა განიხილეს 5 მლნ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზის მისაღებად დარჩენილი პროცედურები.

 

OPIC-ისა და  World Business Capital–ის მიერ გამოყოფილი საკრედიტო ხაზი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება.

ბაზისბანკის გენერალური დირექტორის  განცხადებით, ბანკი პრიორიტეტულად მიიჩნევს  SME სექტორის მხარდაჭერას, რადგან მიაჩნია, რომ სწორედ მისი განვითარება შეუწყობს ხელს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის დაძლევასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. OPIC-ის და World Business Capital–ის მიერ გამოყოფილი საკრედიტო ხაზი, საშუალებას მოგვცემს გავცეთ გრძელვადიანი კრედიტები, საკმაოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთით - წლიური 18%-ით. თუმცა მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო დაიკლებს.



 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.