25.09.2009
ბაზისბანკი პლასტიკური ბარათების ტარიფებს აუმჯობესებს

28 სექტემბრიდან მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ბაზისბანკის პლასტიკური ბარათების გაუმჯობესებული ტარიფებით. კერძოდ, შემცირდა  ვიზა ელექტრონის ღირებულება - ნაცვლად 10 აშშ დოლარისა, განისაზღვრება 10 ლარით.
დისქავერი ქარდის მოქმედების ვადა გაიზარდა 2 წლამდე. შემცირდა, აგრეთვე მინიმალური ნაშთის ოდენობა ვიზა კლასიკზე - 50 აშშ დოლარიდან 20 აშშ დოლარამდე, ხოლო გოლდზე- 500 აშშ დოლარიდან 100 აშშ დოლარამდე.
ამას გარდა ბაზისბანკის ყველა ტიპის ბარათი იქნება ჩიპური , რაც ბარათის დაცულობის ხარისხს კიდევ უფრო აამაღლებს.
ბაზისბანკის მიერ გაცემული პლასტიკური ბარათების რაოდენობა 100 ათას ბარათს აჭარბებს, აქედან 30 ათასი – საკრედიტოა.

 




Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.