23.09.2009
“ზრდადი მომავლის ანაბარი” -დაგროვებისა და გარანტირებული სესხის მიღების საუკეთესო საშუალება

22 სექტემბერს, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც “ბაზისბანკის” ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორული პროდუქტის შესახებ ჟურნალისტთა კითხვებს პასუხობდნენ ბანკის გენერალური დირექტორი ზურაბ ციხისთავი და საცალო მიმართულების დირექტორი ლევან გარდაფხაძე.

“ზრდადი მომავლის ანაბარი”არის სრულიად ახალი ტიპის პროდუქტი, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს ქართულ საბანკო ბაზარზე. “ბაზისბანკის” საცალო მიმართულების დირექტორის, ლევან გარდაფხაძის განმარტებით,  პროდუქტის მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ის, ერთდროულად ფულის დაგროვების  და გარანტირებული სესხის მიღების საშუალებაა. „ზრდადი მომავლის ანაბარი“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს მაღალი საპროცენტო სარგებელი ანაბარზე-წლიური 14% -ის ოდენობით  და ამავდროულად, სურვილის შემთხვევაში, ისარგებლოს გარანტირებული სესხით, ბანკში მოქმედი მინიმალური საპროცენტო განაკვეთით, მის მიერ დაგროვებული თანხის შესაბამისად. სესხის საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე შეადგენს 16% , ავტოსესხზე – 18%, ხოლო სამომხმარებლოზე – 20%.




Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.