28.07.2009
ბათუმური სიახლეები "ბაზისბანკისგან"

 

 
 
 
 
 
 
 
 
 საკურორტო სეზონის დაწყებასთან  დაკავშირებით, ბაზისბანკი ბათუმის  მაცხოვრებლებს და სტუმრებს რამდენიმე სასარგებლო სიახლეს სთავაზობს, კერძოდ, 1 აგვისტოდან ბათუმის ზღვისპირა ბულვარში დაიწყება აქტიური პრომო აქცია, რომლის ფარგლებშიც ბანკის გაყიდვების განყოფილების თანამშრომლები, პოტენციურ მომხმარებელს გააცნობენ და შესთავაზებენ ბაზისბანკის ახალ პროდუქტს -„ზრდადი მომავლის ანაბარს“. ამასთან ერთად, დაასაჩუქრებენ მათ სხვადასხვა „სასარგებლო“  საჩუქრებით.

აგრეთვე, ახალი რეჟიმით იმუშავებს ბათუმის სერვისცენტრი: ბანკის კლიენტებს შეუძლიათ სრული საბანკო მომსახურებით 23:00 საათამდე ისარგებლონ.

მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისთვის კი, 1 აგვისტოდან ამუშავდება ბაზისბანკის ბანკომატი ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე.

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.