20.07.2009
20 ივლისიდან ბაზისბანკი მომხმარებელს ახალი ტიპის ანაბარს - მომავლის ანაბარს სთავაზობს
ზრდადი მომავლის ანაბარი  ქართულ საბანკო ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის ანაბარია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს მაღალი საპროცენტო სარგებელი-წლიური 14% -ის ოდენობით  და ამავდროულად, სურვილის შემთხვევაში, ისარგებლოს ბანკისგან გარანტირებული სესხით-ბანკში მოქმედი მინიმალური საპროცენტო განაკვეთით, მის მიერ დაგროვებული თანხის შესაბამისად.

მაგალითად: თუ კლიენტის მინიმალური შენატანი თვეში 100 ლარს შეადგენს (6 თვის განმავლობაში), კლიენტი ანაბრის ვადის გასვლის შემდეგ მიიღებს საკუთარ დანაზოგს დამატებული საპროცენტო სარგებელი და დამატებით ბანკი მას აძლევს საშუალებას ისარგებლოს გარანტირებული სესხით 600 ლარის ოდენობით.
უახლოეს მომავალში “ბაზისბანკი” კიდევ არაერთ სასარგებლო სიახლეს შესთავაზებს მომხმარებელს.

 



Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.