16.07.2009
„ბაზისბანკის“ და ფონდ „იავნანას“ ერთობლივი პროექტი

                        

ბაზისბანკი  თავისი პრიორიტეტის ერთგულია და, ფონდ იავნანასთან ერთად, განათლების ხელშეწყობის მიზნით, მორიგ საქველმოქმედო აქციას იწყებს.

 

ოცნებები სრულდება - ასე ჰქვია იავნანას ინტერნეტაქციას, რომლის ფარგლებში უამრავმა ადამიანმა გაამხილა თავისი სანუკვარი ოცნება. მათ შორის აღმოჩნდნენ სტუდენტები, რომელთა ოჯახებმა შვილების სწავლის საფასურის გადახდა ვეღარ შეძლეს და დღეს მათი უმთავრესი ოცნება ამ გადასახადის დაფარვაა.

 

ბაზისბანკმა შეარჩია სამი ასეთი ახალგაზრდა და 15 ივლისს, ბათუმში გამართულ იავნანას საქველმოქმედო საღამოზე, მათ ეს ოცნება შეუსრულა. განათლების ხელშეწყობა ბაზისბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბანკი ამ მიმართულებით რამდენიმე პროექტს ახორციელებს და მომავალშიც გაუწვდის დახმარების ხელს იმ სტუდენტებს, რომელთაც განათლების მიღებაში ეკონომიკური სიდუხჭირე შეუშლის ხელს.

 

ამასთან, ბანკის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ეს არ იქნება იავნანასთანთანამშრომლობის ერთჯერადი აქცია. ამ თანამშრომლობის ეგიდით, ახლო მომავალში, ბაზისბანკი გეგმავს, კლიენტთა მომსახურების სისტემაში დანერგოს რამდენიმე სიახლე, რომლებიც როგორც ბანკს, ისე მის კლიენტებს კეთილი საქმეების კეთებას გაუადვილებს.



Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.