08.07.2009
ბაზისბანკმა სახელმწიფო პროგრამა “იაფი კრედიტის” ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
ბაზისბანკმა სახელმწიფო პროგრამა “იაფი კრედიტის” ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.
მსურველებს შეუძლიათ მიმართონ ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს ან განაცხადი გააკეთონ ბანკის ვებ გვერდის მეშვეობით: www.basisbank.ge.
განაცხადების მიღება დაიყოფა ორ ეტაპად:
პირველ ეტაპზე განაცხადების მიღება გაგრძელდება 2009 წლის 31 ივლისის ჩათვილით. გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება 2009 წლის 15 აგვისტომდე.
მეორე ეტაპი დაიწყება 2009 წლის 1 სექტემბრიდან და გაგრძელდება 2009 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება 15 ოქტომბრამდე.
"იაფი კრედიტის" პირობების მიხედვით, ერთ იურიდიულ პირზე,   ან საწარმოზე გასაცემი კრედიტის ოდენობა 20 ათას ლარს  უნდა აღმატებოდეს; კრედიტით სარგებლობის მაქსიმალური ვადა 7 წლით, ხოლო საშეღავათო პერიოდი 2 წლამდე განისაზღვრება.
კრედიტით სარგებლობის წლიური განაკვეთი მეწარმე სუბიექტისათვის 12%-ია.
პროგრამის ფარგლებში კრედიტები გაიცემა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ხალხური რეწვისა და სხვა სექტორებში სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული, აგრეთვე აღნიშნულ სექტორებში ბიზნესის დაწყების მსურველი მეწარმე სუბიექტებისათვის.



Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.