25.05.2009
საკონსულტაციო ჯგუფ DAI Europe -ის დირექტორი "ბაზისბანკს" ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა
საკონსულტაციო ჯგუფ DAI Europe-ის დირექტორი ბრაიენ ნილსენი "ბაზისბანკს" ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.

ბანკის მენეჯმენტსა და ბრაიენ ნილსენს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს DAI Europe-ის კონსულტანტების მიერ განვლილი სამი თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგები.

DAI Europe "ბაზისბანკს" ინსტიტუციური ცვლილებების გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს უწევს. კომპანია `ბაზისბანკისა" და EBRD-ის მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგად შეირჩა. აღნიშნული გეგმის განხორციელებისათვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ნახევარი მილიონი ევრო გამოყო.

საკონსულტაციო ჯგუფის კვალიფიციური სპეციალისტები ბანკში ორ წლის განმავლობაში იმუშავებენ.



Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.