22.05.2009
OPIC-ი და World Business Capital -ი “ბაზისბანკს” SME-სექტორის დაფინანსებისთვის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს
 

 
ამ საკითხზე იმსჯელეს "ბაზისბანკის" სათავო ოფისში ბანკის ხელმძღვანელობასა და OPIC – ის  (აშშ–ის მთავრობის კერძო ინვესტიციების კორპორაცია) პროექტების დაფინანსების უფროს მენეჯერს, კენეთ ენჯელს შორის გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა განიხილეს სესხის მისაღებად დარჩენილი პროცედურების დეტალები.

OPIC  – თან და  World Business Capital – თან 5 მლნ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზის გამოყოფის თაობაზე მოლაპარაკებას "ბაზისბანკი" 2008 წლის სექტემბრიდან აწარმოებს.

OPIC  – ის მიერ გამოყოფილი საკრედიტო ხაზი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება.

 "ბაზისბანკის" კორპორაციული მიმართულების დირექტორის, დავით ცაავას განცხადებით, "ბაზისბანკი" პრიორიტეტულად მიიჩნევს SME  სექტორის მხარდაჭერას, რადგან მიაჩნია, რომ სწორედ მისი განვითარება შეუწყობს ხელს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის დაძლევასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. 

 



Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.