06.04.2009
"მეგობარათი" 3 წლისაა
"ბაზისბანკმა" საქართველოს საბანკო სივრცეში პირველი საკრედიტო ბარათის – "მეგობარათის" 3 წლისთავი აღნიშნა
  
ამ თარიღთან დაკავშირებით, 3 აპრილს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში, პრესკონფერენცია გაიმართა.
"ბაზისბანკის" ერთ–ერთი ყველაზე ნოვატორული პროდუქტის შესახებ ჟურნალისტთა კითხვებს პასუხობდნენ ბანკის გენერალური დირექტორი ზურაბ ციხისთავი და საცალო მიმართულების დირექტორი ლევან გარდაფხაძე.
"მეგობარათი" 2006 წელს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და დღემდე არ დაუკარგავს აქტუალურობა. უკვე 3 წელია გასული მას შემდეგ, რაც "მეგობარათი" ათასობით ადამიანისათვის ფულის სესხების საუკეთესო საშუალებად იქცა.
ბაზარზე მომხდარი საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიუხედავად "მეგობარათი" კვლავინდებურად საუკეთესო საკრედიტო პირობების მქონე პროდუქტად რჩება. იუბილესთან დაკავშირებით კი, ბანკის დირექტორატის გადაწყვეტილებით, პროდუქტს კიდევ უფრო სასარგებლო ფუნქციები დაემატა.
"ამიერიდან, "მეგობარათის" მფლობელებს საკუთარ თანხებზე დაერიცხებათ მაღალი საპროცენტო სარგებელი – 9,25% ლარში და 7,25% დოლარში. კლიენტი შეუფერხებლად შეძლებს საკუთარი სახსრების ნებისმიერ დროს უფასოდ გამოტანას ბანკის ბანკომატებიდან და სერვისცენტრებიდან. ბარათზე საკუთარი სახსრების შეტანა და გატანა შეუზღუდავია. ამასთან, შესაძლებელია " მეგობარათის" მხოლოდ სადებეტო ფუნქციით შეკვეთაც"– აცხადებს "ბაზისბანკის" საცალო მიმართულების დირექტორი ლევან გარდაფხაძე.
ამგვარად, "მეგობარათი" აღარ არის მხოლოდ კრედიტის აღების საუკეთესო საშუალება. ამიერიდან იგი ფულის დაგროვების საუკეთესო საშუალებაცაა, რომელიც მის მფლობელს საკუთარი ფულის ხარჯვაშიც აბსოლუტურ თავისუფლებას ანიჭებს,.

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.