31.03.2009
ბაზისბანკი სერვისცენტრების ქსელს აფართოებს
 31 მარტს, თბილისში, ორთაჭალაში მდებარე სასტუმრო "ბაზალეთი პალასის" შენობაში, ბაზისბანკმა თავისი რიგით მე–19 ფილიალი გახსნა.
 
"ბაზისბანკი" კვლავინდებურად ზრუნავს თავის მომხმარებელზე და საუკეთესო პროდუქტებისა და პირობების შეთავაზების პარალელურად, ქმედით ნაბიჯებს დგამს მათთვის ხელსაყრელი და მოსახერხებელი გარემოს შექმნის მიზნით.
ახალი სერვისცენტრი მომხმარებელს "ბაზისბანკში" არსებულ სრულ საბანკო მომსახურებას შესთავაზებს. მისი მეშვეობით, გაფართოვდება ბანკის საქმიანობის არეალი და გაიზრდება კლიენტთა რაოდენობა. სერვისცენტრის მომსახურება, ერთი მხრივ, მისაწვდომი იქნება ზოგადი მომხმარებლისთვის, მეორე მხრივ კი, მისი მდებარეობიდან გამომდინარე – სასტუმრო "ბაზალეთი პალასის" სტუმრებისთვის. აღსანიშნავია, რომ "ბაზისბანკი" უკვე ერთი წელია ოპერირებს ბაზალეთის ტბაზე მდებარე სს "ბაზალეთის" პირველ სასტუმრო კომპლექსში.
"დღევანდელ ვითარებაში ახალი სერვისცენტრის გახსნა დასტურია იმისა, რომ " ბაზისბანკი" მყარი  და განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტია. უახლოეს მომავალში ვაპირებთ, დავნერგოთ ახალი საბანკო პროდუქტები, რომელთა პირობები, ჩვეულებისამებრ, სასარგებლო იქნება,"– აცხადებს ბაზისბანკის საცალო მიმართულების დირექტორი ლევან გარდაფხაძე.
 
 
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.