30.12.2008
ლიტერატურული პრემია "ოქროს ბუმბული" – საუკეთესოს!
29 დეკემბერს არტ–კაფე "ქარავანში" "ოქროს ბუმბულის" გამარჯვებულები დაასახელეს.
საბავშვო პროზის ლიტერატურული კონკურსი "ოქროს ბუმბული", რომელიც "გია ქარჩხაძის გამომცემლობამ" ბაზისბანკის მხარდაჭერით დააფუძნა, წელს პირველად გაიმართა. საკონკურსო ნაწარმოებების მიღება ნოემბერში დასრულდა. როგორც ჟიურის წევრებმა განაცხადეს, კონკურსზე წარმოდგენილი იყო 90–ზე მეტი ნაწარმოები. მათგან საუკეთესოდ ნატო დავითაშვილის "როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან" დასახელდა.
 ბაზისბანკი ულოცავს ქალბატონ ნატო დავითაშვილს დამსახურებულ პირველ პრემიას.

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.