12.12.2008
ბაზისბანკი მაგისტრების განათლებას დააფინანსებს
 
ბაზისბანკმა კვლავ გამოყო დაფინანსება ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო  უნივერსიტეტის 12 მაგისტრანტის (6 სტუდენტი 2007 და 6 სტუდენტი 2008 წლის ნაკადებიდან) განათლებისთვის.  

 11 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2008 წელს მიღებული მაგისტრანტებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ციხისთავმა სიგელები გადასცა ფიზიკამათემატიკის ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს, რომელთა მაგისტრატურის კურსის ღირებულებას ბაზისბანკი დაფარავს.  აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკი და ი.ჭავჭავაძის უნივერსიტეტი ამ კუთხით უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობენ. ახალი სამაგისტრო პროგრამის პირველი გამოშვებიდან მოყოლებული, ბაზისბანკი ყოველწლიურად 12 სტუდენტის განათლებას უზრუნველყოფს. 




Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.