03.12.2008
მემორანდუმი სტუდენტებისთვის საკრედიტო ხაზის გამოყოფის შესახებ
 
სს “ბაზისბანკმა” საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 250 ათასი ლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი გამოყო. ამასთან დაკავშირებით ბაზისბანკსა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საკრედიტო ხაზის გამოყოფა ბაზისბანკისა და საქართველოს უნივერსიტეტის მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგი ეტაპია. ერთობლივი ძალისხმევით მრავალი საინტერესო და სასარგებლო პროექტი განხორციელდა. მათ შორისაა სასტიპენდიო ფონდის შექმნა და სახელობითი სტიპენდიანტების ყოველთვიური დაფინანსება. გასულ სასწავლო წელს ბაზისბანკის სტიპენდია საქართველოს უნივერსიტეტის 10 სტუდენტმა მიიღო.


 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.