Basisbank
Call center: +995 32 2 922 922
26.11.2008
ახალი საკრედიტო პროდუქტი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად
 26 ნოემბერს ბაზისბანკის სათავო ოფისში  ახალი საკრედიტო პროდუქტის პრეზენტაცია გაიმართა: ბანკმა მომხმარებელს შესთავაზა საკრედიტო ხაზი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად. ბანკის დირექტორის დავით ცაავას კომენტარით, ბაზისბანკის პრიორიტეტი ქართული სამამულო წარმოების ხელშეწყობაა.                                                                                                                                          
 "ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება რაც შეიძლება მეტი წარმატებული მრეწველი.   ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კარგად განვითარებული მცირე ბიზნესია", თქვა მან.
 
პრეზენტაციაზე მოწვეული მასმედიის წარმომადგენლების შეკითხვებს პასუხობდნენ დავით ცაავა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ბანკირი ირაკლი მექვაბიშვილი.
EBRD სს "ბაზისბანკის" აქციონერი 2008 წლის მაისში გახდა. ქართულ საბანკო სექტორში ბაზისბანკი ერთადერთია, რომლის კაპიტალშიც EBRD სტრატეგიული პარტნიორის გარეშე მონაწილეობს.

 

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.