19.09.2008
EBRD–მა და ბაზისბანკმა სატენდერო განაცხადების მიღება დაასრულეს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ბაზისბანკის მიერ ერთობლივად გამოცხადებული ტენდერისთვის აპლიკაციების მიღება დასრულდა. სატენდერო პირობების თანახმად, ბანკები აპირებენ შეარჩიონ საკონსულტაციო კომპანია, რომელიც განახორციელებს ბაზისბანკის კორპორატიული მმართველობის სრულყოფისა და ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების (IBP) გეგმას. ტენდერში, რომლის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ევროა, მონაწილეობენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა:

Ernst & Young  (France ); Frankfurt School of Finance & management Bankakademie / HFB (Germany); Financial Access Consulting Services B.V. ( Amsterdam/ Netherlands); CRC Sogema, (Canada);  INTERNATIONAL EXECUTIVE SERVICE CORPS (IESC) (Washington/ USA); TradeWiz International (Amsterdam/ Netherlands ); DAI Europe Ltd (London , United Kingdom);  Statman Consulting Ltd. (London, United Kingdom ) და ა.შ.

 
 
 
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.