25.08.2008
ბაზისბანკის თანამშრომლებმა დევნილი ბავშვები მონათლეს
25 აგვისტო განსაკუთრებული დღე იყო ბაზისბანკისთვის: მამადავითის ეკლესიაში ცხინვალისა და გორის რაიონებიდან დევნილი 5 ადამიანი მოინათლა. მათი ნათლიები ბაზისბანკის თანამშრომლები იყვნენ. ეს იდეა ბაზისბანკის ერთ–ერთი ჰუმანიტარული აქციის დროს დაიბადა. ასეთი აქციები კი ხშირად ეწყობა. ბანკი სამ სხვადასხვა საჯარო სკოლაში შესახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს უწევს დახმარებას.
როგორც ერთ–ერთმა ახლადმონათლულმა, 45 წლის ქალბატონმა მარიამმა ბრძანა, ეს დღე იყო ღვთის წყალობა და საჩუქარი ყველა იმ განსაცდელისთვის, რაც დევნილებმა გადაიტანეს.



Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.