09.07.2008
თანამშრომლობის მემორანდუმი განვითარებისა და რეფორმების ფონდთან
9 ივლისს სს "ბაზისბანკსა" და საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ განვითარებისა და რეფორმების ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბაზისბანკის გენ.დირექტორმა ზურაბ ციხისთავმა და ფონდის დირექტორმა გიორგი პატარიძემ.
მემორანდუმის თანახმად, სასწავლო–სამეცნიერო პროგრამაში გამარჯვებულ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 100–მდე სტუდენტს საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად ფონდი გარკვეულ თანხას გამოუყოფს. დანარჩენ დაფინანსებას კი (50 000) ბაზისბანკი უზრუნველყოფს 9%–იანი სტუდენტური სესხით.
სტუდენტთათვის ძალზე ხელსაყრელი საბანკო პროდუქტების შეთავაზებასთან ერთად, ბაზისბანკი ეწევა ქველმოქმედებას – აფინანსებს სტუდენტთა სასწავლო პროგრამებს, გასცემს სახელობით სტიპენდიებს, სპონსორობას უწევს სხვადასხვა სტუდენტურ კონფერენციებსა თუ სპორტულ შეჯიბრებებს.



Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.